ანკარა და კაირო, ახლიდან დაახლოების გზებს ეძებენ

ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის მეორე რაუნდი ანკარაში გაიმართა

1704971
ანკარა და კაირო, ახლიდან დაახლოების გზებს ეძებენ

თურქეთ-ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მორიგი კონსულტაციების მეორე რაუნდი გუშინ, ანკარაში დასრულდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთ-ეგვიპტის კონსულტაციების მეორე რაუნდი ანკარაში 7-8 სექტემბერს გაიმართა და მას ხელმძღვანელობდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰამდი ლოზა. შეხვედრაზე, ორმხრივი საკითხების გარდა, მხარეებმა განიხილეს ასევე ზოგიერთი რეგიონალური აქტუალური თემები, მათ შორის ლიბიაში, სირიაში, ერაყში, პალესტინასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენები. "მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სურვილი, გადადგან შემდგომი ნაბიჯები განსახილველი საკითხებისა და ურთიერთობების ნორმალიზებაში პროგრესის მისაღწევად, ხოლო ამის პარალელურად შეთანხმდნენ, პოზიტიური შედეგების მიღწევამდე გააგრძელონ კონსულტაციები“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში. თურქეთისა და ეგვიპტის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა, მიმდინარე წლის 6 მაისს კაიროში დასრულდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, სისის მიერ განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ გაცივდა



მსგავსი ინფორმაციები