თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1691679
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში კერძოდ კი ბართინში, სინოპში და ქასთამონუში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. 

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალდიდობის შედეგად ქასთამონუში 60, სინოპში 10, ხოლო ბართინში 1 ადამიანი დაიღუპა. ამავე ინფორმაციით, 3 პროვინციებში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები