თურქეთი ამერიკას აკრიტიკებს

თურქეთი ამერიკას აკრიტიკებს

1685399
თურქეთი ამერიკას აკრიტიკებს

თურქეთმა, აშშ-ს მხრიდან გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ-სათვის მომუშავე ავღანეთის მოქალაქეები და მათი ოჯახები იმიგრანტთა მიღების პროგრამში არ შეჰყავთ, გააკრიტიკა.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყების პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „როგორც თურქეთი, ჩვენ არ ვიღებთ აშშ-ს მიერ მიღებულ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანასთან კონსულტაციის გარეშე. თუ აშშ-ს სურს ამ ხალხის თავის ქვეყანაში წაყვანა, შესაძლებელია მათი თვითმფრინავებით პირდაპირ გადაყვანა,“ განაცხადა ბილგიჩმა.

მან, ამ თემაზე დასმულ კითხვას წერილობით უპასუხა და თქვა: „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელ განცხადებაში, ავღანელებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-სათვის და  მიმართავენ შეერთებულ შტატებს იმიგრაციის მიზნით, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მიიღება მესამე ქვეყნებიდან და მათ შორის თურქეთზე მიანიშნეს, მიუღებელია. უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების განცხადება გამოიწვევს ჩვენს რეგიონში დიდ მიგრაციულ კრიზისს და გაზრდის ავღანელების ტანჯვას. დაუშვებელია ჩვენი ქვეყნის თანხმობის გარეშე გამოსავლის ძებნა ჩვენს ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ვიპოვოთ გამოსავალი რეგიონის ქვეყნებს შორის. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტ მიგრანტს თურქეთი მასპინძლობს. ამიტომ, ამერიკის მხრიდან ახალი მიგრაციის ტალღის მესამე ქვეყნის (თურქეთი) მითითებით  პასუხისმგებლობის აღება, მიუღებელი და არასამართლიანია.“



მსგავსი ინფორმაციები