თურქეთმა, საბერძნეთი ‘სკოლების დახურვის’ გამო დაგმო
თურქეთმა, საბერძნეთი ‘სკოლების დახურვის’ გამო დაგმო
თურქეთმა, საბერძნეთის მხრიდან თითქოს და ზედმეტი ხარჯების დაზოგვის მიზნით და მოსწავლეთა არასაკმარისი რაოდენობის საბაბად დასავლეთ ტრაკიაში მცხოვრები თურქი უმცირესობების კუთვნილი, 12 დაწყებითი სკოლის დახურვის ქმედება მკაცრად დაგმო.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებით, უმცირესობათა დაწყებითი სკოლების ნახევარზე მეტი დაიხურა და მათი რიცხვი 103-მდე შემცირდა დასავლეთ თრაკიაში. ეს საბერძნეთის მხრიდან დასავლეთ თრაკიელი თურქი უმცირესობების მიმართ გატარებული პოლიტიკის ნათელი მაგაითია. მათი ეს ქმედება, ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებსაც (1923 წლის 24 ივლისი), ეწინააღმდეგება. ჩვენ კი ათენის ამ პოლიტიკას მკაცრად ვგმობთ და საბერძნეთს მოუწოდებთ შეწყვიტოს დისკრიმინაციული პოლიტიკა უმცირესობათა სკოლების მიმართ.“
მსგავსი ინფორმაციები
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება