თურქეთმა, ევროკავშირის განცხადება ქალაქ ვაროსიას შესახებ დაგმო

თურქეთმა, ევროკავშირის განცხადება ქალაქ ვაროსიას შესახებ დაგმო

1681394
თურქეთმა, ევროკავშირის განცხადება ქალაქ ვაროსიას შესახებ დაგმო

თურქეთმა, ევროკავშირის სახელით გავრცელებული  განცხადება ქალაქ ვაროსიას გახსნის შესახებ დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მსგავსი განცხადებები, რომლებიც კვიპროსელი თურქი ხალხის იგნორირებას ახდენს, რეალობას მოწყვეტილია და ასახავს მხოლოდ კვიპროსის ბერძნული მხარის შეხედულებებს, რომელსაც თურქეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ შეუძლებელია ევროკავშირის ამ მიკერძოებულმა პოზიციამ, რომელიც წევრობის სოლიდარობისა და ვეტოს შეშფოთების საბაბი იყო, ხელი შეუწყოს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას,  ევროკავშირის სახელით ქალაქ ვაროსიაზე.“

ბილგიჩმა თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) ხელისუფლებას, კვიპროსის საკითხის მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ქალაქ ვაროსიას გახსნის თემაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს.  



მსგავსი ინფორმაციები