თურქეთმა სინოვაკის ვაქცინის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

ორი დოზა უზრუნველყოფს 83.5% დაცვას

1672637
თურქეთმა სინოვაკის ვაქცინის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

თურქეთში ჩატარებული ჩინური წარმოების "CoronaVac" ვაქცინის ფაზა-3 კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში "The Lancet"-ში და მისი მიხედვით, ვაქცინის ორი დოზა უზრუნველყოფს 83.5% დაცვას COVID-19 ინფექციისგან და რომ CoronaVac–მა გამოიწვია „ძლიერი ანტისხეულების საპასუხო რეაქცია“. სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთში 10 ათასზე მეტ მონაწილეს შორის სერიოზული გვერდითი მოვლენები და სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა, ხოლო დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა კი მსუბუქი ფორმის იყო და ინფექციიდან 7 დღის განმავლობაში მოხდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის გრძელვადიანი ეფექტურობა ახლად განვითარებული შემაშფოთებელი ვარიანტების წინააღმდეგ უნდა შემოწმდეს მონაწილეთა უფრო მრავალფეროვან ჯგუფში



მსგავსი ინფორმაციები