თურქეთში 1 ივლისს კომენდატის საათი იხსნება

ქვეყანაში აცრილია 42 მილიონზე მეტი ადამიანი

1662396
თურქეთში 1 ივლისს კომენდატის საათი იხსნება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გუშინ 51 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 49 ათას 236 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 221 ათას 52 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 5 ათას 294-ია და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 529 ადამიანს.

გამოჯანმრთელდა 5 ათას 93 ადამიანი, რითაც საერთო რიცხვი 5 მილიონ 237 ათას 731-მდე გაიზარდა.

კოვიდ-19-თან ბრძოლის ფარგლებში თურქეთის მასშტაბით გაკეთებულმა პირველმა და მეორე დოზა ვაქცინის რაოდენობამ თურქეთის დროით გუშინ 19.57 საათზე 42 მილიონ 677 ათას 214-ს გადააჭარბა.

გუშინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთში 1 ივლისიდან მთლიანად უქმდება კომენდატის საათი.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგი ვაქცინაციასთან დაკავშირებით კი პრეზიდენტმა აღნიშნა: „ბოლო ერთ კვირაში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მეტი ვაქცინა გავაკეთეთ. ჩვენი მიზანია რამდენიმე კვირაში ვაქცინაციის 18 წელს ზემოთ მთელი მოსახლეობისთვის დაწყება.“



მსგავსი ინფორმაციები