რუსი ტურისტების პირველი ნაკადი ანტალიაშია

დღეს, 12 ათასზე მეტი რუსი დამსვენებელი ჩამოვა

1662537
რუსი ტურისტების პირველი ნაკადი ანტალიაშია

რუსეთიდან პირველი ტურისტული ნაკადი დღეს,  "ტურიზმის დედაქალაქ" ანტალიაში ჩავიდა. კოვიდ-19 ეპიდემიის გამო, რუსეთის მიერ თურქეთში 15 აპრილიდან დაწყებული ფრენების შეზღუდვა, დღეს, 22 ივნისისს დასრულდა და მის ფარგლებში მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან აფრენილი თურქეთის ავიახაზების (THY) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი 132 მგზავრით, დილით ადრე ანტალიის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავიდან ჩამოსულმა ტურისტებმა თერმული კამერები გაიარეს და ასე შევიდნენ აეროპორტში.  საპასპორტო პროცედურების დასრულების შემდეგ კი, ტურისტები, რომლებიც ბარგს ეპიდემიური ღონისძიებების ფარგლებში იღებდნენ, თავიანთ სასტუმროებში სამომსახურეო ავტობუსებით გადავიდნენ. დღესვე ანტალიაში რუსეთიდან 44 თვითმფრინავის ჩამოსვლას ელიან, რომლებითაც 12 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოვა და ამით სტარტს აიღებს “დიდი ტურისტული“ სეზონი



მსგავსი ინფორმაციები