თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 213 297 ტესტი ჩატარდა
თურქეთში პირველი და მეორე დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინა 41 მილიონ 481 ათას 84-მა ადამიანმა გაიკეთა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 49 185-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 213 297 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 409 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 5 091 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 63 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 370 299-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 232 638 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეორე მხრივ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დროისთვის პირველი და მეორე დოზა ვაქცინა 41 მილიონ 481 ათას 84-მა ადამიანმა გაიკეთა.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება