აქტუალური თემის ანალიზი 77

ნატოს სამიტი და თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები

1660099
აქტუალური თემის ანალიზი 77

                               

                 

ძვირფასო მსმენელებო, ბელგიისა და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებული ნატოს სამიტის ფარგლებში, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა იყო. როგორც მოგეხსენებათ, აქვე პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართა თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ერდოღანსა და ბაიდენს შორის, რაც ასევე დიდად გაშუქდა როგორ თურქულ, ასევე მსოფლიო მას-მედიაშიც. ახლა, ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის, პროფესორ. დოქტორ მურატ იეშილთაშის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

 

ერდოღან-ბაიდენის ბრიუსელის პირისპირი შეხვედრა, ისევე როგორც წინა წლებში ორი ქვყნის ლიდერების შეხვედრა, მეტად კრიტიკული იყო და ბაიდენის ადმინისტრაციასა და თურქეთს შორის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მიმართულების მიმცემი გახდა. ამ ბოლო წლების ორმხრივ ურთიერთობებში თურქეთი ყოველთვის ხაზს უსვამს სამ პრინციპს. ამათგან პირველი არის, ამ ორმხრივი ურთიერთობების განსაზღვრის კონცეპტუალური ჩარჩოს რეკონსტრუქცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ, თურქეთმაც და ამერიკამაც მრავალი ტერმინი გამოიყენეს მათ შორის არსებული ურთიერთობების აღსაწერად. მაგალითად ისეთები, როგორებიცაა სტრატეგიული პარტნიორობა, მტკიცე პარტნიორობა, სამოდელო პარტნიორობა და ა.შ. მაგრამ, მრავალი ასეთი ჩარჩო კონცეფციის შევსება, ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა. ამიტომაც, ზოგიერთი მათგანი საერთოდ ვერ შეივსო, ანდა, ვერ გასცდა ისეთი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნას, რომელიც მხოლოდ ძალიან მოკლევადიან ურთიერთობებს წარმართავს. აქედან გამომდინარე, თურქეთი ყოველთვის ითხოვდა და ითხოვს ისეთ გაწონასწორებულ ურთიერთობას, რომელშიც პატივი მიეგება მის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

მეორე პრინციპი არის ორმხრივი ურთიერთობების რეალობებთან შესაბამისობის საკითხი. ანკარამ კიდევ ერთხელ შეახსენა ვაშინგტონს, რომ ამ სფეროში რეალობისგან შორს მდგომი ურთიერთობები არაფერში არ გამოადგებოდათ. თეთრი სახლის ადმინისტრაციას კარგად ესმის, რომ ანკარას არ ექნება  თურქეთ-ამერიკის არარეალური ურთიერთობების გაგრძელების სურვილი. მართლაცდა, ჯო ბაიდენის მიერ თურქ კოლეგასთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ იგი მზად არის გადაჭრას  თურქეთთან არსებული პრობლემები.

თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების ყველაზე კრიტიკული ზღვარი იყო უთანხმოება რეალობასთან შეუთავსებელ საკითხებზე. ამიტომ პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა კვლავ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD/YPG-ს, ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს, რუსეთისგან შეძენილი S-400 ტიპის ბირთვული რაკეტების და ა.შ. მეორეს მხრივ, ითქვა, რომ შეუძლებელია აშშ-ის მიერ CAATSA-ს ფარგლებში თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციების უგულებელყოფა. ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამინისტროები ერთმანეთს დაუკავშირდებიან და ამიტომ მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ზოგიერთი პრობლემები ან შემსუბუქდება, ანდა მოგვარდება.

ბრიუსელის შეხვედრაზე საყურადღებო კიდევ ერთი საკითხი, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების მდგრადი განვითარება იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, ორივე ქვეყანას სურს ამ ურთიერთობის უფრო მდგრადი გახდომა.

თუ თურქეთი და აშშ-ი შეძლებენ გარკვეული კონსენსუსის მიღწევას ამ სამ პრინციპთან დაკავშირებით, მაშინ, სხვა საკითხებზეც უფრო რეალისტურად იქნება შესაძლებელი საუბარი. საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც უგულებელყოფს თურქეთის ძალაუფლების ზრდას და საგარეო პოლიტიკის აქტივიზმს, განწირულია წარუმატებლობისთვის. ამას კარგად ხედავს ვაშინგტონიც და აქედან გამომდინარე, ნატოს სამიტმა კარგი შესაძლებლობა შექმნა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი ფურცლის გასახსნელად, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორ-დოქტორი მურატ იეშილთაშ



მსგავსი ინფორმაციები