თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 219 290 ტესტი ჩატარდა

4 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1657897
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 219 290 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 48 795-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 219 290 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 428  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 5 626 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 74 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 336 073-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 206 836 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4 585 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები