სურმენელმა პარიზში თურქეთის სახელმწიფო ჰიმნი ააჟღერა
მან ფინალში გერმანელი მეტოქე დაამარცხა
1654589
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ქალთა შორის ტოკიოს ოლიმპიადის 2020 წლის ევროპული კვოტების შეჯიბრებაში, თურქეთის ეროვნული ნაკრების მოკრივემ ბუსენაზ სურმენელმა, 69 კგ-ის წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალს დაეუფლა. თურქეთის კრივის ფედერაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბუსენაზ სურმენელმა ფინალში, გერმანელი მოკრივე ნადინე აპეცი დაამარცხა. თურქმა მოკრივემ ოლიმპიურ კვოტას კი, ჯერ კიდევ ამ ტურნირის ნახევარფინალში გასვლით მიაღწია და ამით იგი პირველად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში