მევლუდ ჩავუშოღლუ ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება

მევლუდ ჩავუშოღლუ ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება

1649019
მევლუდ ჩავუშოღლუ ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ვიზიტის ფარგლებში მაქსიმუს სასახლეში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიჩოტაკისთან შეხვედრის შემდეგ ბერძენ კოლეგას ნიკოს დენდიასს შეხვდა.

მინისტრმა ჩავუშოღლუმ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „(ბერძნულ მხარესთან) უკვე კონკრეტულ პროექტებზე მოქმედებასა და თანამშრომლობაზე კონცენტრირებული მუშაობა დავიწყეთ. 25 საკითხზე შევთანხმდით. შეთანხმება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ, ორივე ქვეყნის ტურიზმის სექტორზე დადებითად ომოქმედებს... საბერძნეთთან წინა პირობების გარეშე და ორმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში განსავითარებლად დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ.“

ჩავუშოღლუმ ასევე დასძინა, რომ ორივე ქვეყნის ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისთვის ვაქცინის სერტიფიკატის აღიარების საკითხზე შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები