აქტუალური თემის ანალიზი 74

თურქეთი ანტიტერორისტულ ოპერაციებს აგრძელებს

1646862
აქტუალური თემის ანალიზი 74

              

             

თურქეთის არმიის მიერ ერაყის ჩრდილოეთ მთებში განლაგებული PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მარტის თვეში დაწყებული “კლანჭი-ელვა“ და “მეხის“ სახელწოდების ოპერაციები წარმატებით გრძელდება, ამ დროისთვის  განეიტრალებულია ტერ-ორგანიზაციის თითქმის 150 ელემენტი. სავარაუდოდ, თურქეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ შესაბამისი ოპერაციების გაფართოებას ზაფხულშიც. ამის პარალურად თურქეთი მსგავს ოპერაციებს აგრელებს თვით ქვეყნის მასშტაბითაც და სადაზვერვო სამსახურთან ახლო და აქტიური თანაშრომლობით ტერ-ორგანიზაციის რამდენიმე ე.წ. ლიდერიც იქნა ლიკვიდირებული. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის ჯან აჯუნის მოკლე ანალიტიურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

 

ცნობილია, რომ თურქეთი ტერორიზმს ებრძვის თავდაცვის დოქტრინის კონტექსტში და დიდი ხნის განმავლობაში თავდაცვით პოზიციაში ყოფნის შემდეგ, იგი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში თავშეფარებული პკკ-ელების წინააღმდეგ რა, მათი მრავალი სამიზნე იქნა განადგურებული, ხოლო ამის პარალელურად ათასობით სეპარატისტიც იქნა ლიკვიდირებული. ამასთან ერთად, თურქული არმია  ქვეყნის მთიან რაიონებშიც ახორციელებს ტერ-ორგანიზაციაზე სრული მასშტაბის ძალისმიერ ზეწოლას და ერთდროულ  ოპერაციებს აწარმოებს მათი კუთვნილი ყველა საბაზო რეგიონის წინააღმდეგ. აი ამ კონტექსტში, პკკ-ამ თითქმის დაკარგა თურქეთში მოქმედების შესაძლებლობა, რადგან, ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის მიუვალ ადგილებში შემცირდა და დაახლოებით რამდენიმე ასეული ტერორისტიღა დარჩა. ეს კი წარმოადგენს ნამდვილ ისტორიულ წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადების თანახმად, თურქეთში, ამ ტერ-ორგანიზაციაში გაწევრიანება თითქმის ნული გახდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ PKK–ს ყველა წევრის ადგილი, რომელიც განეიტრალებულ იქნა, თავისუფალია, რადგან, იგი აღარ ივსება ახალი კადრებით.

ანკარა ჩვეულებრივი მეთოდებით წარმოებული ოპერაციებით მიზნად ისახავს PKK-ს სრულ განადგურებას  ერაყსა და სირიაში და მას ამ საქმეში დიდ დახმარებას უწევს ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია, რომელიც ეძებს და ადგენს სეპარატისტების ე.წ. ლიდერებსა და საველე მეთაურების ადგილსამყოფელს და ადგილზევე ანადგურებენ მათ. სწორედ შემუშავებული ამ ახალი კონცეფციით კი, ამ ბოლო წლებში ათობით მაღალი რანგის ლიდერი იქნა განადგურებული.

ამ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ტერორისტი სოფი ნურედინი განეიტრალდა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან სწორედ იგი ხელმძღვანელობდა PKK-ს სირიის ფრთას. წინა კვირას კი, ჩრდილოეთ ერაყის გარას მაღალმთიანეთში PKK–ს 4 მნიშვნელოვანი ფიგურა იქნა ლიკვიდირებული და ოთხივე წითელი ბიულეტენით იძებნებოდა. ასე რომ, ხსენებული წარმატებული ოპერაციების შედეგად, ტერ-ორგანიზაციის მართვისა და კონტროლის სტრუქტურა თითქმის ჩამოინგრა. ასეთი დიდი სახელების განეიტრალებას კი, არმიის მორალური მოტივაციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

მოკლედ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთმა მიაღწია წერტილს, რომელიც არასდროს ყოფილა ასე წარმატებული. თურქეთი დღეს ნამდვილად შესაშურ წერტილში იმყოფება როგორც პოლიტიკური ნების, ასევე კატეგორიულობის თვალსაზრისითაც და ყველაფერს ამას შეიარაღებული ძალებისა და სადაზვერვო ორგანიზაციის წარმატებული თასნამშრომლობით მიაღწია. თურქეთის არმიის ეს წარმატება კი, ნათლად აისახა ასევე თავდაცვის ინდუსტრიასა და მის საექსპორტო შესაძლებლობებში.

სწორედ ამ კონტექსტში, პოლონეთის პრეზიდენტის დუდას ანკარაში ვიზიტის დროს, რაც მოხდა გასულ კვირას, TB2 ტიპის თურქული სამხედრო უპილოტოების 400 მილიონი დოლარის ღირებულების საექსპორტო შეთანხმება გაფორმდა. როგოც მოგეხსენებათ პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია და მისი მხრიდან თურქული უპილოტოების შესყიდვა დიდ პრესტიჟს უქმნის თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები