სტამბოლში აშშ-ის მიერ ძებნილი ტერორისტი დააკავეს

იგი ბომბების დამზადების ინსტრუქტორი იყო

1644551
სტამბოლში აშშ-ის მიერ ძებნილი ტერორისტი დააკავეს

ტერ ორგანიზაცია დეაშის წევრი, ბომბების დამზადების სპეიალისტი და ინსტრუქტორი მუსტაფა აბდულვაჰაფ სოფი მაჰმუთი, რომელსაც ასევე  ამერიკული დაზვერვაც ეძებდა,  სტამბოლში დააკავეს. სოფი მაჰმუთი  1999 წელს ეგვიპტეში დაიბადა. იგი  დაეშს სირიაში შეუერთდა და იქ ყოფნის პერიოდში სპეციალიზირებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებების, თვითმკვლელობის ქამრებისა და ხელნაკეთი ბომბების დამზადებაში, რომლებსაც ტერ ორგანიზაციის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული ტერატქების დროს. სირიიდან იგი ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი იქიდან თურქეთში გადმოვიდა, სადაც ინტერნეტის საშუალებით დეაშის წევრებს ბომბების დამზადებისა და ქიმიის გაკვეთილებს უტარებდა. ეჭვმიტანილი სტამბოლის ესენიურტის რაიონში 3 ტეროსიტთან ერთად დააკავეს და მოსამართლის გადაწყვეტილებით ისინი დააპატიმრეს. პროკურატურის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნით კი, ოთხივე ეჭვმიტანილისთვის, შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 22,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითხოვება



მსგავსი ინფორმაციები