ერდოღანი ამერიკას პასუხობს

ერდოღანი ამერიკას პასუხობს

1642067
ერდოღანი ამერიკას პასუხობს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმის თაობაზე, რომ მისი (ერდოღანის) განცხადებები პალესტინის მიმართ „ანტისემიტიზმს“ შეიცავდა, უპასუხა და განაცხადა: „იქ, სადაც ჩვენ დავინახავთ ზეწოლას და ჩაგვრას, ყველაზე მაღალი ხმით გამოვეხმაურებით“.

ერდოღანმა ამის შესახებ, ბეშთეფეს კულტურის და კონგრესის ცენტრში, 19 მაისი, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულთან და TRT Spor Yıldız-ის არხის გახსნის პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ისრაელის მხრიდან პალესტინის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებსაც გამოეხმაურა რა, ამის შესახებ ადრე გაკეთებული განცხადებების, ამერიკის მხრიდან „ანტისემიტიზმად“ შეფასებასაც უპასუხა: „პალესტინაში ყველას თვალწინ ასობით უდანაშაულო ადამიანს, მათ შორის ბავშვებს და ქალებს კლავენ. იქ სადაც ჩვენი წინაპრები, საუკუნეების მანძილზე მმართველობაში იყვნენ, მშვიდობიანი და სტაბილური ცხოვრება იყო, დღეისათვის კი სისასტიკე, კონფლიქტი, შუღლი და სიძულვილია. საერთაშორიოს საზოგადოება, რომელიც გამუდმებით დემოკრატიას ქადაგობს, ამ ძალადობის მიმართ გამუდმებით დუმს. თუ ჩვენ იერუსალიმში მიმდინარე მოვლენების მიმართ გავჩუმდებით, ხვალ და ზეგ რიგი ჩვენს სხვა წმინდა ადგილებზე მივა. იქ, სადაც ჩვენ დავინახავთ ზეწოლას და ჩაგვრას, ყველაზე მაღალი ხმით გამოვეხმაურებით“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ამერიკა , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები