თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 226 452 ტესტი ჩატარდა

14 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1638084
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 226 452 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 43 589-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 226 452 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1582 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 14 497 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 278 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 059 433-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 766 124 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 22 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები