თურქეთი საფრანგეთში მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს

თურქეთი საფრანგეთში მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს

1630071
თურქეთი საფრანგეთში მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იავუზ სელიმ ქირანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია,  საფრანგეთში, სომხური ტერორისტული ორგანიზაციის ASALA-ს თავდასხმების დროს მოწამე თურქი დიპლომატების ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტის მოწონების გამო წარმოშობით თურქის, იასინ ილდირიმის  მუნიციპალიტეტის მრჩეველის თანამდებობიდან გადადგომისათვის ზეწოლის განხორციელება.

იავუზ სელიმ ქირანმა საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ქალაქ ვალენსეში მუნიციპალიტეტში მრჩევლად მომუშავე წარმოშობით თურქ იასინ ილდირიმზე ზეწოლა იმ მიზნით განხორციელდა, რომ მან სოციალურ ქსელში სომხური ტერორისტული ორგანიზაციის ASALA-ს თავდასხმების დროს მოწამე თურქი დიპლომატების ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტი მოიწონა. მისივე თქმით, ეს მიუღებელია და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

იასინ ილდირიმი მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.


საკვანძო სიტყვები: #საფრანგეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები