თურქეთმა ინდონეზიაში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა ინდონეზიაში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმო

1610201
თურქეთმა ინდონეზიაში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა, ინდონეზიაში ქალაქ მაკასარში, სულავესის პროვინციაში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმო.

საკითხთან დაკავშრებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა და იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენი მრავალი მოქალაქე შეეწირა ტერორიზმს, მკაცრად ვგმობთ ამ ვერაგულ თავდასხმას. მომხდარის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მეგობარ, ინდონეზიელ ხალხს და მთავრობას სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ.“

შეგახსენებთ, რომ გუშნ ინდონეზიაში ქალაქ მაკასარში, სულავესის პროვინციაში ხალხით სავსე კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა. შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.

ინდონეზიის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ თავდასხმა სავარაუდოდ თვითმკვლელმა პირმა განახორციელა. 



მსგავსი ინფორმაციები