ფუატ ოქტაი: "ეპიდემიის შემდეგ თურქეთი წარმოების ცენტრი გახდება"

ფუატ ოქტაი: "ეპიდემიის შემდეგ თურქეთი წარმოების ცენტრი გახდება"

1603542
ფუატ ოქტაი: "ეპიდემიის შემდეგ თურქეთი წარმოების ცენტრი გახდება"

ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი გუშინ მსოფლიო ეკონომიკური ფორმის ფარგლებში  ონლაინ სივრცეში გამართულ "ქვეყნის სტრატეგიული დიალოგის თურქეთის შეხვედრაზე" სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა.

ოქტაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთმა ჯანმრთელობის, სოციალური უსაფრთხოების, დიჯიტალიზაციის და წარმოების თაოსნობით ყველა სფეროში უნიკალურ წარმატებებს მიაღწია და ის გახდა მისაბაძი მაგალითი მსოფლიოსთვის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მაშინ, როდესაც განვითავრებული ქვეყნების ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა, თურქეთისა და ჩინეთის ეკონომიკა გაიზარდა.“’-აღნიშნა ოქტაიმ.

მისივე თქმით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში თურქეთი მსოფლიოს პირველ ხუთ ქვეყანას შორისაა და ამ პერიოდში დახმარების ხელი რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებსაც გაუწოდა.

ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინვესტიციების დონისა და პროგნოზირებადობის განვითარებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი გადადგეს და დაამატა: „თურქეთი, გეოსტრატეგიული მდებარეობით, განვითარებული სამუშაო ძალით, მაღალი დონის ბაზრის პოტენციალით და დინამიური და კონკურენტული კერძო სექტორის დახმარბით ეპიდემიის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატიული წარმოების ცენტრი გახდება.“


საკვანძო სიტყვები: #ფუატ ოქტაი , #ვიცეპრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები