პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა

1585836
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენმა ერმა მათ, ვინ ცდილობს თურქეთს ტერორიზმიდან გადატრიალებამდე, ყველა მეთოდით მუხლი მოადრეკინოს, დამოუკიდებლობისა და მომავლისათვის თავგანწირვით ისტორიული გაკვეთილი ჩაუტარა... 2015 წლის ივლისის შემდეგ ჩვენს საზღვრებს შიგნით და მის გარეთ ჩატარებულ ოპერაციებში დაღუპულია 1 259 ადამიანი, რომელთაგანაც 401 ჯარისკაცი, 443 ჟანდარმი, 299 პოლიციელი, 116 უსაფრთხოების დამცველია. ქვეყნის შიგნით 6 ათასი და მის ფარგლებს გარეთ 6 ათას 900, მთლიანობაში 12 ათას 900-ზე მეტი ტერორისტი განადგურდა. განეიტრალებული ტერორისტების რაოდენობამ 17 ათას 750-ს მიაღწია... ჩვენს წარსულში რომელიმე ტერიტორიის ან საზოგადოების ექსპლოატაციის სირცხვილს ადგილი არ აქვს, არ ჰქონია და არ ექნება... კუპრზე მეტად გაშავებულებს, ვინც ცდილობს ჩვენს ქვეყანას ჩაუტაროს ადამიანობის, უფლებების, სამართლიანობის, თავისუფლების და დემოკრატიის გაკვეთილი, ვეუბნები, ჯერ სარკეში ჩაიხედეთ და თვალი გაუსწორეთ თქვენს რეალობას... ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი არის ეროვნული საკითხი, რომელიც ყველა სახის პოლიტიკურ დავაზე, გათვლებსა და ყოველდღიურ პოლემიკაზე მაღლა უნდა დავაყენოთ.”

 



მსგავსი ინფორმაციები