პრეზიდენტ ერდოღანისგან სინჯარის ოპერაციის სიგნალი
პრეზიდენტ ერდოღანისგან სინჯარის ოპერაციის სიგნალი
1569206
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა ერაყის, სინჯარის რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელონ. პრეზიდენტმა ამის შესახებ სტამბოლში პარასკევის (ჯუმა) ლოვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
„ოპერაციის წინასწარ დაანონსება არ ხდება. მე ერთი გამონათქვამი მაქვს; შეიძლება ერთ ღამეს მოულოდნელად მოვიდეთ,“ განაცხადა ერდოღანმა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ჩინეთიდან შესყიდული კოვიდ-19-ის ვაქცინის მეორე პარტია მიმდინარე კვირის ბოლოს იქნება თურქეთში.