ჩავუშოღლუ: „თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა აღდგეს“

ჩავუშოღლუ: „თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა აღდგეს“

1568763
ჩავუშოღლუ: „თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა აღდგეს“

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა აღდგეს. სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში  მყოფმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკომისიაში გადაინაცვლა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროკომისიის შინაგან საქმეთა კომისარს, ილვა იოჰანსონს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შემდეგ ჩავუშღლუმ შეხვედრებთან დაკავშირებით სოციალური მედიის მეშვეობით გზავნილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა აღდგეს. უნდა განახლდეს საბაჟო კავშირი და განხორციელდეს ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ უნდა გავზარდოთ თანამშრომლობა არალეგალური იმიგრაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ევროპაში მზარდ რასიზმს, დისკრიმინაციას და ისლამოფობიას. ჩვენ გვინდა ახალი ფურცელი გადავშალოთ ევროკავშირთან. აუცილებელია 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების განახლება მისი ყველა ელემენტით. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ პოზიტიური დღის წესრიგისთვის. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის საბჭოს და კომისიის პრეზიდენტების ვიზიტების საკითხებიც. დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ასევე ველოდებით სანდო ქმედებებს ადგილზე. დროა გადაიდგას პოზიტიური ნაბიჯები.“

მეორეს მხრივ ჩავუშოღლუს ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის ოფისიდანაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ევროკავშირ-თურქეთს შორის ურთიერთობები პრინციპებზე და ღირებულებებზეა დამკვიდრებული, რომელიც ურთიერთსარგებლობის პრონციპს ეყრდნობა. ჯოზეფ ბორელისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა სწორედ ამ თვალსაზრისით გაიმართა და იგი გულწრფელი და ღია იყო. შეხვედრაზე ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა მოხდა.“


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები