პრეზიდენტი: ”თურქეთმა მიაღწია ისეთ პოზიციას, რომლითაც ბალანსის განსაზღვრა შეუძლია.“

”თურქეთმა დღეს მიაღწია ისეთ პოზიციას, რომლითაც რეგიონში და მსოფლიოში ბალანსის განსაზღვრა შეუძლია.“

1566788
პრეზიდენტი: ”თურქეთმა მიაღწია ისეთ პოზიციას, რომლითაც ბალანსის განსაზღვრა შეუძლია.“

პრეზიდენტი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის AKP-ს თავმჯდომარე, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, AKP- ს რიგით მე -7 დუზჯეს, ჩორუმის, ამასიის, ბარტინისა და ქარაბუქის პროვინციულ კონგრესში, სტამბოლის ვაჰდეთინის კოშკიდან პირდაპირი კავშირით ჩაერთო.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის უფრო წინ წავლენ, ქვეყანას უფრო მეტს ემსახურებიან და უფრო დიდ პროექტებს განახორციელებენ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა უსაფრთხოებიდან დიპლომატიამდე დიდი პროგრესი განიცადა და დაამატა: ”თურქეთმა დღეს მიაღწია ისეთ პოზიციას, რომლითაც რეგიონში და მსოფლიოში ბალანსის განსაზღვრა შეუძლია.“

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი მიზნების განსახორციელებლად მუშაობას გააგრძელებენ.

”ჩვენი მზადება იმ რეფორმების ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც გადავდგამთ ეკონომიკაში და სასამართლოში, საზოგადოებისათვის წარდგენის ეტაპზე მივიდა... როდესაც დრო მოვა, ჩვენს ერს გავუზიარებთ უფრო ძირეული რეფორმებისათვის წარმოებულ სამუშაოებს.“ - აღნიშნა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები