თურქეთში კორნავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 24 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 165 ადამიანი გარდაიცვალა

1565407
თურქეთში კორნავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 24 ათასს მიუახლოვდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 23 997-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ Twitter-ით განაცხადა.

„ბოლო 24 საათში 148 636 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 6436  შემთხვევა, აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 803-ს. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 165 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 387 101-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 262 864 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 8812 პაციენტი გამოჯანმრთელდა“ - ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები