თურქეთში კორნავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 20 ათასს გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 257 ადამიანი გარდაიცვალა

1553565
თურქეთში კორნავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 20 ათასს გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 20 135-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 180 892 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2816 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 15 197  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 257 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 162 775-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 037 433 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 22 203 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები