თურქეთი პაკისტანს სამძიმარს უცხადებს

თურქეთი პაკისტანს სამძიმარს უცხადებს

1552905
თურქეთი პაკისტანს სამძიმარს უცხადებს

თურქეთი, პაკისტანს, ბელუჯისტანის პროვინციაში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულ, გილგიტ-ბალტისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარს უცხადებს. საკითხთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ბელუჯისტანში განხორციელებულ ვერაგულ ტერორისტულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. ტერორისტული თავდასხმის და ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილების გამო სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს,  მთლიანად პაკისტანელ ხალხს და მთავრობას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი როგორც სხვა მრავალ საკითხში, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშიც პაკისტანის გვერდითაა.“

ცნობისათვის ზემოთ ხსენებულ რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შეიარაღებული ძლაების 11 წევრი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #სამძიმარი , #პაკისტანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები