აქტუალური თემის ანალიზი 52

თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები

1551224
აქტუალური თემის ანალიზი 52

 

ბოლო წლები თურქეთ--ამერიკის ურთიერთობებში დაძაბულობებითა და კრიზისებით გამოირჩეოდა და ერთი კვირის წინ აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულმა ე.წ.  CAATSA-ს სანქციებმა, ახალი მიმართულება მისცა ამ  კრიზისებს. სხვათა შორის ანკარა ამ სანქციებს კარგა ხანია რაც ელოდა, მაგრამ, მისი განხორციელების შესახებ თვით ვაშინგტონის ადმინისტრაციამაც არაფერი იცოდა. კონგრესმა თურქეთის მიმართ სანქციის გადაწყვეტილება, ტრამპის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი თვით ადრე მიიღო და ზოგიერთებმა ეს გაფრთხილებად მიიღეს, ხოლო ზოგიერთების აზრით ეს სანქციები მოსალოდნელზე უფრო მსუბუქია. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ მურატ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

რომ გავიგოთ, თუ რა სახის სანქციების პირისპირ ვდგავართ, საჭიროა ტექსტის ენის, ტექნიკური მხარისა და პოლიტიკურ-გეოპოლიტიკური კონტექსტის გაცნობა. ჩვენთვის საკმაოდ ნათელია, რომ ტექსტის ენა გულდასმით არის მომზადებული, რადგან, აშშ-ი ხაზს უსვამს თურქეთის ადგილის მნიშვნელობას ნატოში და მის ფარგლებში წინა პლანზე აყენებს მოკავშირეობასა და პარტნიორობას. მეორეს მხრივ, ისიც ნათელი ხდება, რომ ეს სანქციები თურქეთის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებას არ ითვალისწინებს და უფრო მეტად გაფრთხილებებს შეიცავს

სანქციის ტექსტის პირველი ანალიზიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი გამოიყენება მხოლოდ აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიის მენეჯმენტის მიმართ. ისიც კარგად ჩანს, რომ ფაქტიურად ეს სანქციები ტექნიკურად მხოლოდ იმ პროექტების წინააღმდეგ არის, რომლების განხორციელებაც სურს თვით თავდაცვის ინდუსტრიის მენეჯმენტს. ამიტომაც ამ სანქციების ადრესატი ფაქტიურად არც თურქეთია, არც თურქეთის ეკონომიკა და არც თურქული ჯარი

ტექსტის მიღმა სანქციის გადაწყვეტილება უნდა განიხილებოდეს ორი მხრიდან. პირველი მხარე ის არის, შეუძლია თუ არა აშშ-ის სანქციებმა, როგორც მდგრადმა ინსტრუმენტმა ჩრდილი მიაყენოს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს. ორ ქვეყანას უთანხმოებები აქვთ როგორც სირიაში მოქმედი YPG-PKK-ს, ასევე ფეტოს ტერ ორგანიზაციის და სხვა სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ საკითხშიც, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ამჟამად არსებულ სტრატეგიულ გამიჯვნას. ამიტომაც შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ სანქციების დაწესებით ვაშინგტონი სერიოზული დილემის წინაშე დადგა.

ბაიდენის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხებს შორის, თურქეთთან კავშირები და საერთო ინტერესებიც წარმოადგენს, ხოლო სანქციების გაგრძელება კი თურქეთის ეკონომიკაზე მძიმე ზეგავლენას მოახდენს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაცია შეეცდება ახლიდან გადახედოს ურთიერთობებს ანკარასთან და გამოასწოროს მის მიმართ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა.

ამერიკული სანქციებით გამოწვეული უფრო მნიშვნელოვანი გარემოება იქნება ასევე ტრანსფორმაცია თურქეთის თავდაცვის სტრატეგიაში. თურქეთი, სულ უფრო და უფრო ირიყება დასავლეთის თავდაცვის სისტემიდან, რაც აიძულებს მას სხვა ალტერნატივების ძიებას, ანდა საკუთარი თავდაცვითი არქიტექტურის შექმნას. ასეთ ვითარებას კი რა თქმა უნდა  ახალი გეოპოლიტიკური შედეგებიც ექნება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ექნება სურვილი დაადგინოს წონასწორობა სანქციის საფასურსა და იმ გეოპოლიტიკურ ღირებულებას შორის, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სანქციებმა.

თურქეთი კი ამ სანქციების გამო, თავისი თავდაცვის დინამიკის გათვალისწინებით, ახალ გეგმებს შეინუშავებს და მათ შორის  მომარაგების ჯაჭვის რეორგანიზაცია ერთ-ერთი მთავარი იქნება. ალტერნატიული მომარაგების ქსელის შექმნა ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც ამ თავითვე უნდა დადგინდეს, რამდენად იმოქმედებს სანქციის გადაწყვეტილება მომარაგების ქსელზე. ამისათვის საჭიროა შეიქმნას გაგება, რომელიც ოპტიმალურ წერტილში გააერთიანებს სამხედრო სტრატეგიასა და თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიას. ამ დროს ალბათ უპირველეს ყოვლისა სტრატეგიული პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივ შესაძლებლობებს, ანდა, “არადასავლური“ თავდაცვის ინდუსტრიის განხორციელებას

დაბოლოს, ცხადია, რომ თავდაცვის ინდუსტრიის პოლიტიკური ეკონომიკა ის ადგილია, რომელიც დღეს ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს. ფენომენი, რომელსაც ჩვენ თავდაცვას ვუწოდებთ, რეალურად შეიარაღების პროცესია, რომლის მიზანია სამხედრო ძალაუფლების გაზრდა. შეიარაღებას ასევე აქვს ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობა, ვიდრე უბრალოდ "იარაღის ქონა," ეს კი, საჭიროებს თავდაცვის ეკონომიკაზე ყურადღების უფრო მეტად გამახვილებას, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები