მევლუთ ჩავუშოღლუ ინდონეზიის პრეზიდენტს შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ ინდონეზიის პრეზიდენტს შეხვდა

1549881
მევლუთ ჩავუშოღლუ ინდონეზიის პრეზიდენტს შეხვდა
Prabowo Subianto-Mevlut Cavusoglu.jpg
Mevlut Cavusoglu-Joko Widodo.jpg

ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიაში მყოფი,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამ ქვეყნის  პრეზიდენტ, ჯოკო ვიდოდოს და თავდაცვის მინისტრ, პრაბოვო სუბიანოოს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია თვით ჩავუშოღლუმ საკუთარ სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა. ჩავუშოღლი საკითხთან დაკავშრებით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნავს, რომ ჯოკო ვიდოდოსთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკითხვები გადასცა და მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის გასამართი მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრის, რომელზე პრეზიდენტი ერდოღანიც აპირებს დასწრებას, ამ და სხვა ორმხრივი საკითხები განიხილეს. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ შემდეგ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრსაც შეხვდა.


საკვანძო სიტყვები: #ჯოკო ვიდოდო , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები