თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 235 ადამიანი გარდაიცვალა

29 247 ადამიანი გამოჯანმრთელ

1546235
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 235 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 16 881-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 206 190 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 5105 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 32 102  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 235 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 1 898 447-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 1 661 191 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 29 247 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები