თურქეთმა ნიგერში სამოქალაქოების მიმართ განხორციელებული თავდასხმა დაგმო

თურქეთმა ნიგერში სამოქალაქოების მიმართ განხორციელებული თავდასხმა დაგმო

1546574
თურქეთმა ნიგერში სამოქალაქოების მიმართ განხორციელებული თავდასხმა დაგმო

თურქეთმა,  ნიგერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში  მდებარე დიფის რეგიონში  სამოქალაქოების მიმართ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ამ საშინელ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და მთელ ნიგერიელ ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები,  დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ნიგერის გვერდითაა.“

ცნობისათვის 13 დეკემბერს დიფის რეგიონში ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 28 სამოქალაქო პირი დაიღუპა, დაახლოებით 800-მდე საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ადგილი მთლიანად განადგურდა. მთავრობამ მომხდართან დაკავშირებით სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა. რეგიონში ხსენებული ტერორისტული ორგანიზაცია 2015 წლიდან მოყოლებული მოქმედებს.



მსგავსი ინფორმაციები