თურქეთის რეაქცია ამერიკის სანქციებზე

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ცალმხრივი სანქციების შემცველი გადაწყვეტილება დაგმო

1545732
თურქეთის რეაქცია ამერიკის სანქციებზე

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ცალმხრივი სანქციების შემცველი გადაწყვეტილება დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „აშშ-ს მიერ ცალმხრივი სანქციების გამოყენება არის ყველა სახის გასაგებობას მოკლებული ქმედება... აშშ-ს გადაწყვეტილებას ვგმობთ და უარვყოფთ.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველამ კარგად იცის ის პირობები, რომელმაც თავის დროზე თურქეთს S-400 სისტემების ყიდვისკენ უბიძგა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირადად ბევრჯერ აღნიშნა, რომ ამ საკითხში თურქეთი მართალია.

”თურქეთი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ურთიერთობებზე უარყოფითად აუცილებელ იმოქმედებს, საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, შესაბამის დროსა და ფორმით უპასუხებს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ზომების მიღებისაგან, რომლებსაც ჩათვლის საჭიროდ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, განიხილოს ეს უსამართლო სანქციის გადაწყვეტილება და უარი თქვას მძიმე შეცდომაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თურქეთი საკითხის მოკავშირეობრივი სულისკვეთებით, დიალოგისა და დიპლომატიის გზით განსახილველად მზად არის.“-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო, თურქეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესება გადაწყვიტა.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები