თურქეთის განცხადება ვროკავშირის სამიტთან დაკავშირებით

თურქეთის განცხადება ვროკავშირის სამიტთან დაკავშირებით

1543965
თურქეთის განცხადება ვროკავშირის სამიტთან დაკავშირებით

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით გამოხატა თავისი რეაქცია 10-11 დეკემბერს ჩატარებულ ევროკავშირის ქვეყნების და მთავრობების მეთაურთა სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დეკლარაციაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ერთი-ორი ქვეყნის” ვიწრო პოლიტიკური გათვლების გამო ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა პოზიტიური დღის წესრიგი ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში და ევროკავშირი ვერ გამოვიდა შეზღუდვების ზომების ძიებიდან, რომელსაც რაიმე სარგებელი არ აქვს.

აღინიშნა, რომ ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ბოროტად გამოიყენა მისი წევრობის სოლიდარობა და ვეტოს უფლებები, თურქეთის წინააღმდეგ მაქსიმალისტურმა მოთხოვნებმა და უსამართლო დამოკიდებულებამ ევროკავშირი და თურქეთი მანკიერ წრეში მოაქცია და ”ეს ვითარება თურქეთისა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს და რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ზიანს აყენებს”.

”ჩვენ უარვყოფთ მიკერძოებულ და უკანონო დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კვიპროსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ეგეოსის და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვიცით, რომ ევროკავშირის უმრავლესობა არ იღებს, მაგრამ სოლიდარობისა და ვეტოს ზეწოლის გამო იძულებული გახდნენ ევროკავშირის სამიტის 10 დეკემბრის შედეგებში შეეტანათ”. - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთი, რეგიონში სტაბილურობის დამყარების მიზნით, საბერძნეთთან, პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, მზადაა დაიწყოს საძიებო მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და დამატებულია: ”თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა 2004 წლიდან დღემდე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნახშირწყალბადების რესურსების არა დაძაბულობის, არამედ სტაბილურობის ფაქტორად გადაქცევისთვის კეთილი ნების მცდელობებს იჩენს და არის მხარე, რომელიც ყველა კონსტრუქციულ და პოზიტიურ ინიციატივას ახორციელებს...  ევროკავშირმა თავად გახადა საკუთარი თავი კვიპროსის და დახურული მარაშის საკითხების მძევალი. ევროკავშირმა უკვე უარი უნდა თქვას პოზიციაზე, რომელიც ხელს უშლის კვიპროსის საკითხის კუნძულზე სამართლიან, საბოლოო და მდგრად გადაწყვეტას. კვიპროსელი ბერძნების კვიპროსელ თურქებთან ერთად შეკრება და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნახშირწყალბადების რესურსების და მათი შემოსავლების განაწილების საკითხის განხილვის დაწყება და გადაჭრის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ყველაზე ჯანსაღი გზაა პრობლემის გადასაჭრელად... ჩვენი ქვეყნისა და ჩკთრ-ის ლეგიტიმური უფლებები კვლავ მტკიცედ იქნება დაცული აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.”

განცხადების მიხედვით, საჭიროა ევროკავშირ-თურქეთის 18 მარტის შეთანხმების ყველა საკითხის უპირობოდ განახლება და მუშაობის დაწყება. ”ეს ასევე მოემსახურება იმ საერთო გამოწვევების გადალახვას, რომელსაც ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ვაწყდებით. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს პატიოსანი შუამავლის როლი; ის უნდა მოიქცეს პრინციპულად, სტრატეგიულად და გონივრულად”. - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები