ერდოღან-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1539281
ერდოღან-როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გუშინ საღამოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგა, ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბარი გამართა. კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-როჰანის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ირანის ურთიერთობები და რეგინალური საკითხები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა როჰანისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ახალ ეპოქაში შევიდა და მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ჩრდილს მიაყენებს. ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს იმასაც გაუსვა ხაზი, რომ რეგიონის სტაბილურობა, როგორც სომხეთის აზევე სხვა მეზობელი ქვეყნებისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანელი მეცნიერის, მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობა მიზნად ისახავდა რეგიონში არასტაბილურობის დანერგვას, მაგრამ მას სჯეროდა, რომ ბნელი ძალების იმედები კიდევ ერთხელ ფუჭად ჩაივლის.



მსგავსი ინფორმაციები