თურქეთმა ნიგერიაში ბოკო ჰარამის მიერ განხორციელბული თავდასხმა დაგმო

თურქეთმა ნიგერიაში ბოკო ჰარამის მიერ განხორციელბული თავდასხმა დაგმო

1536725
თურქეთმა ნიგერიაში ბოკო ჰარამის მიერ განხორციელბული თავდასხმა დაგმო

თურქეთმა, ნიგერიაში ტერორისტული ორგანიზაცია "ბოკო ჰარამის" მიერ განხორციელებული ტერაქტი მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს შტატში ტერორისტული ორგანიზაცია, "ბოკო ჰარამის" მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა, მკაცრად გმობენ.

„ამ საშინელ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და მთელ ნიგერიელ ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები,  დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ნიგერიის გვერდითაა“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ნიგერიაში 2000-იანი წლების დასაწყისში დაარსებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2009 წლიდან მასშტაბური თავდასხმები დაიწყო და დღემდე 20 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტერორისტული ორგანიზაცია 2015 წლიდან მოყოლებული კი ნიგერიის მეზობელ კამერუნში, ჩადსა და ნიგერშიც ახორციელებს ტერორისტულ თავდასხმებს.



მსგავსი ინფორმაციები