თურქეთმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უპასუხა

თურქეთმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უპასუხა

1535322
თურქეთმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უპასუხა

თურქეთმა განაცხადა, რომ სრულად უარყოფს ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის მიერ თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შესახებ მიღებულ არასავალდებულო რეკომენდაციის ხასიათის გადაწყვტილებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ წერილობით უპასუხა ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე დახურული მარაშის და კვიპროსის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვას.

„სრულად უარვყოფთ ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის მიერ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შესახებ მიღებულ არასავალდებულო რეკომენდაციის ხასიათის გადაწყვტილებას.“- აღნიშნა აქსოიმ.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით და დაამატა: ”ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც უეჭველად ნაკარნახევია სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობის მიერ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ ევროპარლამენტი კვიპროსის საკითხში რამდენად მოწყვეტილია რეალობას და მიკერძოებულია. ამ მიდგომის და მენტალობის შენარჩუნების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ევროკავშირის ორგანოების მიერ კვიპროსის საკითხის გადაჭრაში კონსტრუქციული წვლილის შეტანა. თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების კვიპროსის პრობლემით მძევლად აყვანა, არც ევროკავშირის საერთო ინტერესებს, არც კვიპროსის პრობლემის გადაჭრას და არც მეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება.”

ჰამი აქსოიმ აღნიშნა, რომ მათ მოუწოდეს ევროპარლამენტსა და ევროკავშირს თვალი გაუსწორონ კუნძულ კვიპროსზე არსებულ სინამდვილეს, გაითვალისწინონ კვიპროსელი თურქი ხალხის არსებობა და შეასრულონ 2004 წლის აპრილში კვიპროსელი თურქების წინაშე აღებული ვალდებულებები.

მისივე თმით, თურქეთი შანტაჟისათვის ქედის მოხრის გარეშე გააგრძელებს როგორც საკუთარი ისე კვიპროსელი თურქების უფლებების დაცვას და ასევე გააგრძელებენ დიალოგისა და მოლაპარაკებების მცდელობების მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა, კვიპროსში დახურული მარაშის ნაწილობრივი გახსნის გადაწყვეტილებაზე უარის თქმა, კვიპროსის პრობლემის ორ საზოგადოებიანი, ორზონალური ფედერაციის საფუძველზე მოლაპარაკებების განახლება და თურქეთისთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება მოითხოვა.


საკვანძო სიტყვები: #ევროპარლამენტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები