ეროვნული უშიშროების საბჭო დასრულების შემდეგ წერილობითი განცხადება გავრცელდა

ეროვნული უშიშროების საბჭო დასრულების შემდეგ წერილობითი განცხადება გავრცელდა

1534435
ეროვნული უშიშროების საბჭო დასრულების შემდეგ წერილობითი განცხადება გავრცელდა

გუშინ პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავჯდომარეობით შეკრებილი ეროვნული უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ წერილობითი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხმელთაშუა ზღვაში, ოპერაცია IRINI-ის ფარგლებში თურქულ გემზე განხორციელებულ „უკანონო“ ჩხრეკას პასუხი აუცილებლად გაეცემა. წერილობით განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ PKK/KCK-PYD/YPG, FETÖ და  DEAŞ-ის ჩათვლით ყველა ტერორისტული ორგანიზაციის, რომელიც თურქეთის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს გარეთ, ბრძოლა მტკიცე ნაბიჯებით გაგრძელდება.

ამავე განცხადების მიხედვით, ანკარა დაჟინებით მოითხოვს კვიპროსის საკითხის, კუნძულზე ორი თემისა და ორი სახელმწიფოს არსებობის ფორმატში მოგვარებას და მის წინააღმდეგ გამომსვლელებს ამის უფლება არ მიეცემა.

განცხადებაში კიდევ ერთხელ მტკიცედ არის აღნიშნული, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციისგან გათავისუფლებას მიესალმებიან და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.


საკვანძო სიტყვები: #ერდოვნული უშიშროების საბჭო

მსგავსი ინფორმაციები