ანკარაში თურქეთ-კატარის უმაღლესი მეექვსე სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა იმართება

ანკარაში თურქეთ-კატარის უმაღლესი მეექვსე სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა იმართება

1534943
ანკარაში თურქეთ-კატარის უმაღლესი მეექვსე სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა იმართება

თურქეთსა და კატარს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და გაღრმავების ფარგლებში "თურქეთ-კატარის უმაღლესი მეექვსე სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა" დედაქალაქ ანკარაში იმართება.

შეხვედრას ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და კატარის ემირი თემიმ ჰამედ ბინ ალ სანი.

თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეექვსე შეხვედრისთვის თურქეთში ჩამოსულ კატარის ემირს შეიხ თემიმ ბინ ჰამად ალ სანის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიუწყო.

ერდოღანმა და ალ სანიმ ცერემონიის შემდეგ პირისპირი შეხვედრა გამართეს, რომის დასრულების შემდეგაც გაფართოებული შეხვედრა ჩატარდება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

პრეზიდენტი ერდოღანი და ალ სანი ბოლო 70 თვის განმავლობაში მე-18 სამიტს მართავენ და ამ ვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით.



მსგავსი ინფორმაციები