თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  2576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2047 ადამიანი გამოჯანმრთელ

1524711
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  2576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 10 972-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 145 411 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2576 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 85 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 396 831-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  340 286 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 2047 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები