კიდევ ერთი სასწაული იზმირიდან

4 წლის ბავშვი 91 საათის შემდეგ ცოცხლად გამოიყვანეს ნანგრევებიდან

1520731
კიდევ ერთი სასწაული იზმირიდან

30 ოქტომბერს, იზმირში მომხდარი 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრიდან 91 საათის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთი სასწაული მოხდა და რიზა-ბეის სახელწოდების საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, ერთი ბავშვი გამოიყვანეს ცოცხალი.  4 წლის გოგონა აიდა გეზგინი, სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა აპლოდისმენტების ქვეშ გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გააგზავნეს. გუშინაც, მიწისძვრიდან 65 საათის გასვლის შემდეგ, 3 წლის გოგონა ელიფ პერინჩეკიც ცოცხლად გამოიყვანეს ამავე ბინის  ნანგრევებიდან.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იზმირი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები