იზმირში, მიწისძვრიდან 58 საათის შემდეგ 14 წლის იდილი, 65 საათის შემდეგ კი 3 წლის ელიფი გადაარჩინეს

იზმირში, მიწისძვრიდან 58 საათის შემდეგ 14 წლის იდილი, 65 საათის შემდეგ კი 3 წლის ელიფი გადაარჩინეს

1520038
იზმირში, მიწისძვრიდან 58 საათის შემდეგ 14 წლის იდილი, 65 საათის შემდეგ კი 3 წლის ელიფი გადაარჩინეს

იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ 3 წლის გოგონა, ელიფ პერინჩექი, ნანგრევებიდან დაშავებული გამოიყვანეს.

იგი ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილი 106-ე ადამიანია.

მიწისძვირდან 58 საათის შემდეგ 14 წლის იდილ შირინის გადარჩენაც მოახერხეს მაშველებმა. მისი მკურნალობა გრძელდაბდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პარასკევს, თურქეთის დროით 14.51 წუთზე ეგეოსის ზღვაში, იზმირის სეფერიჰისარის რაიონში 17 კილომეტრის დაშორებით ღია წყლებში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 16,54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იზმირი

მსგავსი ინფორმაციები