იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

1519134
იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

იზმირის სეფერიჰისარის რაიონში მომხდარი 6,6, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე, დაშავებულთა კი 804-მდე გაიზარდა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, გუშინ თურქეთის დროით 14.51 წუთზე ეგეოსის ზღვაში, იზმირის სეფერიჰისარის რაიონში 17 კილომეტრის დაშორებით ღია წყლებში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 16,54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად ქალაქში ბევრი შენობაც დაზიანდა.

რეგიონში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

 


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთი , #იზმირი

მსგავსი ინფორმაციები