თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  2198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1618 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1516285
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  2198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 9874-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 132 913 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2198 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 75 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 363 999-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  316 008 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1618 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები