თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  306 939  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1512 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1512756
თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  306 939  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

 

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 9445-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 116 565 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1894 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 74 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 351 413-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  306 939 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1512 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები