თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1629 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

55 ადამიანი გარდაიცვალა

1506257
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1629 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 8722-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 115 295 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1629 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 55 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 332 382-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  291 754 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1402 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები