ერდოღანი: „მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება ‘ისლამი კრიზისშია’,  მიზანმიმათული პროვოკაციაა“

ერდოღანი: „მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება ‘ისლამი კრიზისშია’,  მიზანმიმათული პროვოკაციაა“

1503967
ერდოღანი: „მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადება ‘ისლამი კრიზისშია’,  მიზანმიმათული პროვოკაციაა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მუსლიმებით მრავლად დასახლებულ ქალაქების მიმართ გაკეთებული შეფასება „ისლამი კრიიზისშია“ მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართული  პროვოკაციაა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ ანკარაში, ბეშთეფეს კულტურისა და კონგრეს ცენტრში, მეჩეთებისა და რელიგიური მუშაკების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„აია-სოფიას ხელმეორედ მეჩეთად გადაკეთებით, თურქეთის დამოუკიდებლობაზე არსებული ჩრდილი მოხსნილ იქნა. თურქეთი რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით სამაგალითო ქვეყანაა. დასავლეთში კი ეს ყველაფერი პირიქითაა. რასიზმი და ისლამის საწინააღმდეგო გამოსვლები საგრძნობლად გაიზარდა. იმის ნაცვლად, რომ არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწორონ და მისი მოგვარებისთვის იზრუნონ, ისლამზე და მუსლიმებზე თავდასხმებს ახორციელებენ.  მუსლიმების მიმართ თავდასხმები, ისევ მათი საზოგადოებისთვის სახიფათო ნაბიჯებია. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება იმის თაობაზე, რომ ისლამი კრიზისში და  მასში ცვლილებებია შესატანი, ეს უპასუხისმგებლობა, შეურაცყოფა და პირდაპირი პროვოკაციაა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები