პრეზიდენტი: ”ჩვენ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას”

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ”ჩვენ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას.”

1501547
პრეზიდენტი: ”ჩვენ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას”

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ”ჩვენ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას.”

პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ "ქალთა მე -4 კონფერენციის 25-ე წლისთავის მაღალი დონის ღონისძიებაში" ვიდეო შეტყობინებით მიიღო მონაწილეობა, რომელშიც აღნიშნა: ”თურქეთმა, ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები გადადგა ქალის სოციალურ ცხოვრებაში როლის განმტკიცების მიზნით. ,ძლიერი ქალი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოების, პრინციპებით ჩვენ ხელი შევუწყვეთ ქალთა და გოგონათა განათლებას და დასაქმებას.”

ერდოღანი ასევე შეეხო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს და განაცხადა: "ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ვაწარმოებთ მრავალმხრივი, ერთიანი მიდგომით და ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ერთი ქალის მიმართაც კი ძალადობას, მისი უფლებების, კანონების და ღირსების ხელყოფას."


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები