პრეზიდენტი: "სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა"

პრეზიდენტი: "სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა"

1498237
პრეზიდენტი: "სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა"

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სომხეთის აზერბაიჯანზე თავდასხმასთან დაკავშირებით Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: ”სომხეთმა, რომელიც აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ დაესხა თავს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ყველაზე დიდი საფრთხეა რეგიონში მშვიდობისთვის. თურქი ერი, როგორც ყოველთვის, დღესაც მთელი თავისი შესაძლებლობებით დგას თავისი აზერბაიჯანელი ძმების გვერდით... საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია სომხეთის პროვოკაციული აგრესიის მიმართ საჭირო და საკმარისი რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ორმაგი სტანდარტი. მინსკის სამეული (რუსეთი,აშშ, საფრანგეთი), რომელიც თითქმის 30 წელია გულგრილ მდგომარეობაშიქ, სამწუხაროდ, შორს არის პრობლემის გადაჭრის მოქმედებისგან. სომეხ ხალხს მოვუწოდებთ მთავრობის, რომელიც ისინი კატასტროფისკენ მიჰყავს და მათ მარიონეტებად გამომყენებელთა წინააღმდეგ , გაუფრთხილდნენ თავიანთ მომავალს, მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს ოკუპაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანს. დღეს სატელეფონო საუბარში როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჩემს ძმას, ილჰამ ალიევს, განვუცხადე,  თურქეთი „ერთი ერი, ორი სახელმწიფო"-ს გაგებით, აზერბაიჯანელი ძმების თანადგომას გააგრძელებს და განამტკიცებს".



მსგავსი ინფორმაციები