თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 73 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1318  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1497486
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 73 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 7858-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 112 885  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1665 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 73 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 311  455-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  273 282 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1318 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები