თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 74 ადამიანი გარდაიცვალა

1496849
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 7785-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 113 317  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1721 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 74 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 309  790-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  271 964 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1241 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები